სახანძრო მილდგარების სისტემის კლასები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სახანძრო მილდგარების სისტემის კლასები – ხანძარსაწინააღმდეგო მილდგარები იყოფა შემდეგ კლასებად:
I კლასის სისტემა – უზრუნველყოფს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ 77 მმ სახანძრო სახელოს ქანჩის მიერთებას, და განკუთვნილია მათთვის, ვინც იცის, როგორ მართოს ძლიერი ჭავლი ხანძრის დროს.
II კლასის სისტემა – უზრუნველყოფს 51 მმ სახანძრო ონკანის დახმარებით წყალი მიაწოდოს, უპირველესად, შენობაში მყოფთ ან სახანძრო-სამაშველო დანაყოფს რეაგირებისათვის.
III კლასის სისტემა – უზრუნველყოფს 51 მმ ონკანის დახმარებით წყალი მიაწოდოს შენობაში მყოფთ და 77 მმ შლანგის მისაერთებლებს, რომლის საშუალებითაც წყლის უფრო დიდი მოცულობის გამოყენება შეუძლია სახანძრო-სამაშველო დანაყოფს და მათ, ვინც იცის, როგორ მართოს ძლიერი ჭავლი ხანძრის დროს.