სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციები - (state function) – ამერიკელი ეკონომისტის რ. მიუსგრავის მიერ ჩამოყალიბებული ტიპოლოგიით, სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციებია:

ა) რეგულირების ფუნქცია. ეკონომიკური პოლიტიკით სახელმწიფო არეგულირებს ეკონომიკურ საქმიანობას ანუ მისი ფუნქციაა გამოასწოროს მაკროეკონომიკური წონასწორობის დარღვევა, რაც გამოიხატება ეკონომიკური ზრდის დაცემაში, უმუშევრობის, ინფლაციის ზრდაში, საგადასახდელო ბალანსის დეფიციტსა და ა.შ.;

ბ)ალოკაციის ფუნქცია. ალოკაციის ფუნქცია გამოიხატება არასასაქონლო დოვლათისა და მომსახურების ანუ აზოგადოებრივი საქონლის წარმოებაში (გზები, საზოგადოებრივი განათება, პოლიცია, თავდაცვა და ა.შ.). მისი ინდივიდუალიზაცია ყიდვით არ შეიძლება და ექვემდებარება კოლექტიურ მოხმარებას. სახელმწიფო თავის თავზე იღებს საზოგადოებრივი საქონლის წარმოებას, მისი დაფინანსება კი უმთავრესად სახელმწიფო ბიუჯეტით ხორციელდება;

გ) გადანაწილების ფუნქცია სახელმწიფო საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის შემცირებას ეკონომიკურ აგენტთა მკვეთრი შემოსავლების გადანაწილებით უზრუნველყოფს.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები