სახელმწიფო ხელშეკრულება დამოუკიდებელი და დემოკრატიული ავსტრიის აღდგენის შესახებ 1955

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფო ხელშეკრულება დამოუკიდებელი და დემოკრატიული ავსტრიის აღდგენის შესახებ 1955 – (ავსტრიის სახელმწიფო ხელშეკრულება), ხელი მოაწერეს 15.V ვენაში სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

ხელშეკრულებამ აღადგინა ავსტრიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და ბოლო მოუღო ავსტრიის ოკუპაციას ოთხი სახელმწიფოს მიერ, რომლებმაც იკისრეს, „პატივი ეცათ, ავსტრიის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის“, ხელშეკრულებამ აკრძალა ანშლუსი და ავსტრიას აუკრძალა ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ხელს შეუწყობდა მის ეკონომიკურ კავშირს გერმანიასთან ან შელახავდა ტერიტორიულ მთლიანობას. ავსტრიას აეკრძალა ატომური, სარაკეტო და ქიმიური იარაღის წარმოება და შენახვა. ხელშეკრულების თანახმად, ავსტრიის მთავრობამ იკისრა, არ დაეშვა ქვეყნის ტერიტორიაზე ფაშისტური და მილიტარისტული მოღვაწეობა. ის იძლევა ასევე ავსტრიის მოქალაქეებისათვის დემოკრატიული უფლებების გარანტიას, ხელშეკრულების ძალაში შესვლის (27.VII.1955) და ავსტრიიდან საოკუპაციო ჯარების გამოყვანის (25.X.1955) შემდეგ ავსტრიის პარლამენტმა მიიღო ფედერალური კონსტიტუციური კანონი (26.X.1955) მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები