სახეხი მანქანა (ხელის)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სახეხი მანქანა − ტექნოლოგიური მანქანა ძრავით, ნაკეთობის ზედაპირის სახეხად, საპრიალებლად და გასასუფთავებლად. არსებობს სხვადასხვა სახის: რადიალურად სახეხი (სამუშაო ელემენტია მბრუნავი აბრაზიული დისკი), ტორსების სახეხი (სამუშაო ელემენტია მბრუნავი ჯამისებრი ან ელასტიკური დისკი), ბრტყლად სახეხი (სამუშაო ელემენტია ერთი პლატფორმა, რომელიც ასრულებს ორბიტალურ ბრტყელ-პარალელურ მოძრაობას ან რამდენიმე პლატფორმა უკუქცევით-წინსვლითი ბრტყელ-პარალელური მოძრაობით დასამუშავებელი ზედაპირის მიმართ) და ლენტით სახეხი (სამუშაო ელემენტია უსასრულო აბრაზიული ლენტა).