სახის ტკივილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახის ტკივილი - სახის ტკივილს ბევრი სომატური მიზეზი გააჩნია. თუმცა, არსებობს მინიმუმ ორი ფორმა, რომლის დროსაც მნიშვნელოვან როლს, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური ფაქტორები ასრულებენ. მათგან უფრო ხშირია ტემპორომანდიბულური სახსრის სინდრომი (კოსტენის სინდრომი ან ფაციალური ართრალგია), რომლის დროსაც პაციენტს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ირგვლივ ყრუ ტკივილი აღენიშნება. ასეთი ჩივილებით ჩვეულებრივ სტომატოლოგს მიმართავენ. „ატიპიური“ სახის ტკივილის დროს პაციენტს უფრო ღრმა ან პულსაციური ტკივილი აწუხებს და, სავარაუდოდ, უფრო ნევროლოგის ჩარევას საჭიროებს. ხშირად, ასეთი სიმპტომების მქონე პაციენტებს არ სურთ მიმართონ ფსიქიატრს. თუმცა, ზოგიერთი გამოკვლევის მიხედვით, გარკვეული ტიპის ანტიდეპრესანტებმა შეიძლება სიმპტომების შემსუბუქება გამოიწვიონ მაშინაც კი, როდესაც პაციენტს დეპრესიული აშლილობა არ აღენიშნება. ასევე აღმოჩნდა, რომ ტემპორომანდიბულური დარღვევების დროს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია აძლიერებს სტომატოლოგიური მკურნალობის ეფექტს (Dworkin et al., 2002). სახის ტკივილის ფსიქოლოგიური ასპექტების შემდეგ წყაროშია განხილული: Feinmann (1999).



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები