ორფერდა სახურავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სახურავი ორფერდა-დან)
ორფერდა სახურავი (ინგლ. saddle roof) – ყველაზე გავრცელებული კლასიკური კონსტრუქცია. მას ზოგჯერ წვეტურა სახურავსაც უწოდებენ. მზიდ ელემენტებად გამოყენებულია სამკუთხა ხის ნივნივები (წამწეები). დახრილი სიბრტყეების (ქანობების) კუთხე ჰორიზონტთან შეიძლება იყოს ერთნაირი ან სხვადასხვა.