საჯაია გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საჯაია გიორგი – (1975), ქართველი პოეტი. დაიბადა ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, პროფესიით არის იურისტი.
- დილის ექსპრომტი
- სავსე ხარ ჩემით. ვერ ივარგა ბედის მეთუნემ –
- მყიფეა ჩვენი სიყვარული, ოფლით და მტვერით
- მოზელილი და მოზომილი დროში. თუთუნი
- ხრჩოლავს ოთახში და თვალებით სიჩუმეს ვზვერავთ.
- წევს შენი ძაღლი ჩემს ფეხებთან, ვით ანუბისი.
- ეს განთიადიც გულს გარეა, ლექსიც – ყასიდი.
- სავსე ვარ შენით. მეშინია, ერთ არცთუ ისე
- მშვენიერ დღეს არ გადმოხვიდე გულის თასიდან.