საჯარისო დაზვერვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჯარისო დაზვერვა – მოწინააღმდეგის სახმელეთო ჯარების დაჯგუფების საბრძოლო შემადგენლობის, მდებარეობის, მდგომარეობის და განზრახვის, ძლიერი და სუსტი მხარეების, აგრეთვე მის მიერ დაკავებული რაიონების და პოზიციების საინჟინრო მოწყობის დონის და ხასიათის, გადამღობი სისტემის, ბრძოლის ახალი საშუალებების შესახებ ცნობების მოპოვება, შეკრება და განზოგადება. წარმოებს ქვედანაყოფების, ნაწილების და შენაერთების ინტერესებისათვის.

საჯარისო დაზვერვის წარმოებისათვის სადაზვერვო ქვეითი, სატანკო და საპარაშუტო-სადესანტო ქვედანაყოფების, ნაწილების და შენაერთების შემადგენლობიდან შეიძლება დააყენონ მეთვალთვალეები, სათვალთვალო საგუშაგოები და სათვალთვალო პუნქტები; გაგზავნონ ცალკეული სადაზვერვო მზირთა ჯგუფები, სადაზვერვო რაზმები, საბრძოლო-სადაზვერვო მზირები, მზირთა ათეულები (ტანკები), ოფიცერთა სადაზვერვო ჯგუფები, ძებნის ჩასაფრების მოწყობის, ბრძოლით დაზვერვის წარმოების ქვედანაყოფები.

საჯარისო დაზვერვა წარმოებს აგრეთვე რადიოტექნიკური, ზოგიერთ შემთხვევაში კი საჰაერო დაზვერვის ძალებითა და საშუალებებით.

საჯარისო დაზვერვის წარმოების ხერხებია:

  • თვალთვალი,
  • მიყურადება,
  • ძებნა,
  • თავდასხმა,
  • ჩასაფრება,
  • ბრძოლით დაზვერვა,
  • ფოტოგრაფირება,
  • რადიოელექტრონული საშუალებების გადაჭერა და პელენგაცია,
  • ადგილობრივი მცხოვრებლების გამოკითხვა,
  • მოპოვებული დოკუმენტების, შეიარაღების, ტექნიკის შესწავლა და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები