საჰაერო-მოიერიშე ფორმირებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჰაერო-მოიერიშე ფორმირებებიაერომობილური შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები ვერტმფრენებზე, რომლებიც განკუთვნილია საჰაერო-მოიერიშე (სადესანტო-მოიერიშე) მოქმედებებისათვის. შეიქმნა XX საუკუნის 60-იან წლებში აშშ-ში, შემდეგ – სხვა ქვეყნებში.

აშშ-ში 1974 წელს 101-ე აერომობილური (საჰაერო-სადესანტო) დივიზია გარდაიქმნა საჰაერო-მოიერიშე დივიზიად, რომლის მთავარ დამრტყმელ ძალასაც შეადგენს საარმიო ავიაციის ბრიგადა. დივიზიას შეუძლია ერთ გაფრენაზე მოწინააღმდეგის ზურგში გადასხას საბრძოლო შემადგენლობის მესამედი, მიაყენოს დარტყმები ჰაერიდან, იმოქმედოს, როგორც ქვეითმა ჯარმა ვერტმფრენების მხარდაჭერით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები