საჰაერო-სადესანტო ჯარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჰაერო-სადესანტო ჯარები – ზოგიერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მაღალმობილური ჯარების გვარეობა, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ზურგში საბრძოლო მოქმედებებისათვის. მოიცავს საჰაერო-სადესანტო (საპარაშუტო-სადესანტო) შენაერთებს და ნაწილებს, სპეციალურ ჯარებსა და ლოგისტიკას. ძირითადი ორგანიზაციული ერთეულია საჰაერო-სადესანტო დივიზია (ბრიგადა). გამოიყენება ოპერატიულ-სტრატეგიული, ოპერატიული, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური საჰაერო დესანტების შემადგენლობაში.

საჰაერო-სადესანტო ჯარები ამოცანებს ასრულებს სხვადასხვა სახეობის შეიარაღებული ძალების და ჯარების გვარეობების შენაერთებთან და ნაწილებთან ურთიერთქმედებით. ზოგი სახელმწიფოს არმიაში საჰაერო-სადესანტო ჯარები შეიქმნა II მსოფლიო ომის წინ. ყველაზე მეტი განვითარება პოვეს გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირში. ომის შემდგომ პერიოდში გამოიყენება ლოკალურ ომებსა და სამხედრო კონფლიქტებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები