საჰაერო თავდაცვის რაიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჰაერო თავდაცვის რაიონისაჰაერო თავდაცვის ჯარების (ძალების) ტერიტორიული გაერთიანება ობიექტების და ჯარების (ძალების) დაჯგუფებების დადგენილ საზღვრებში საჰაერო მოწინააღმდეგის დარტყმებისაგან დასაცავად. თავდაცვა ხორციელდება ერთიანი ხელმძღვანელობით. საჰაერო თავდაცვის ზონის ნაწილი ან დამოუკიდებელი ელემენტი სახელმწიფოს (სახელმწიფოთა კოალიციის) საჰაერო და საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სისტემაში.

პირველად შეიქმნა სსრ კავშირში 1941 წელს (საჰაერო თავდაცვის კორპუსის, დივიზიისა და ბრიგადის საჰაერო თავდაცვის რაიონი). აშშ-ში არის საჰაერო თავდაცვის აღმოსავლეთის, ცენტრალური და დასავლეთის საჰაერო თავდაცვის რაიონები; ამერიკა-კანადის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობის შემადგენლობაში არის სამი საჰაერო თავდაცვის რაიონი (კონტინენტური, ალიასკის და კანადის). ნატოს ევროპის გაერთიანებულ საჰაერო თავდაცვის სისტემაში არის შვიდი საჰაერო თავდაცვის რაიონი, რომლებიც ემთხვევა გაერთიანებული ან ეროვნული ტაქტიკური საავიაციო სარდლობების პასუხისმგებლობის საზღვრებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები