საჰაერო თავდაცვის საზღვაო რაიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საჰაერო თავდაცვის საზღვაო რაიონი
1. ზოგიერთი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების საჰაერო თავდაცვის ოპერატიულ-ტაქტიკური შენაერთი. 1944–54 წლებში განკუთვნილი იყო ზღვისპირა ადმინისტრაციული და სამრეწველო ცენტრების, სამხედრო-საზღვაო ბაზების, ნავსადგურების, მიმდებარე სანაპირო რაიონების და საზღვაო აკვატორიების დასაცავად;
2. შიდა და სანაპიროს მიმდებარე ზღვების აკვატორიის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად შექმნილი საჰაერო თავდაცვის ძალების და საშუალებების დაჯგუფება ახორციელებს ფლოტის სხვადასხვა გვარეობის ძალების დაფარვას საჰაერო მოწინააღმდეგის დარტყმებისაგან. დაშორებულ საზღვაო (საოკეანო) ზონებში იქმნება საჰაერო თავდაცვის საზღვაო-სამანევრო რაიონები.