საჰაერო ომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საჰაერო ომი - სამხედრო-სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში სამხედრო-საჰაერო ძალებს ანიჭებდა მთავარ როლს და აღიარებდა მის შესაძლებლობებს დამოუკიდებლად მიეღწია ომის მიზნებისათვის. მხარს უჭერდნენ დასავლეთ ევროპაში XX საუკუნის 30-იან წლებში (ფუძემდებელი იტალიელი გენერალი ჯ. დუე). II მსოფლიო ომში პრაქტიკული განხორციელება ვერ პოვა.