საჰაერო რეჟიმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საჰაერო რეჟიმი − სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში ფრენის მკაცრად რეგლამენტირებული წესი. მისი დადგენა ხდება საფრენი აპარატების ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან აპარატების მიერ საფრენი ზონების და სახელმწიფო საზღვრის დარღვევის თავიდან ასაცილებლად; ასევე – საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად.
საჰაერო რეჟიმი არის:
- ზოგადი – ქვეყნის მთელი ტერიტორიის თავზე;
- განსაკუთრებული – საზღვრისპირა ზოლში, სახელმწიფო საზღვარზე გადაფრენის დერეფნებში და საჰაერო ხომალდების ფრენისთვის საშიში ან მნიშვნელოვანი ობიექტების მქონე ცალკეული რაიონების თავზე;
- ადგილობრივი და ხანმოკლე შეზღუდვებით – წვრთნების, მანევრების, საჰაერო აღლუმების, კოსმოსური ხომალდების გაშვების და დაჯდომის, რაკეტების გაშვების, საავიაციო და სარაკეტო ტექნიკის გამოცდის, აეროსტატების ჰაერში გადაადგილების რაიონებში.