საჰაერო სივრცის რეჟიმი
საჰაერო სივრცის რეჟიმი − იურიდიული ნორმების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოთა მიერ საჰაერო სივრცის გამოყენების პირობებს, საჰაერო გადაადგილებათა წესს, საჰაერო ხომალდების, მათი ეკიპაჟისა და მგზავრების სამართლებრივ მდგომარეობას.
საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის შესაბამისად, საჰაერო სივრცე სახელმწიფოს სახმელეთო და წყლის ტერიტორიების თავზე, მისი ტერიტორიული წყლების ჩათვლით), იმყოფება მოცემული სახელმწიფოს სრული სუვერენიტეტის ქვეშ. ეს პრინციპი დაფიქსირდა კონვენციაში საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ (ჩიკაგოს კონვენცია 1949). ყველა სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს საჰაერო სივრცის სამართლებრივ რეჟიმს. ამასთან გათვალისწინებულია მოცემულის სახელმწიფოს მიერ დადებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებები. საჰაერო სივრცე ღია ზღვის თავზე თავისუფალია ყველა ქვეყნის საჰაერო ხომალდებისთვის. საჰაერო საზღვარი ხელშეუხებელია. ყველა სახელმწიფო უფლებამოსილია ყველა საშუალებით დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე სხვა სახელმწიფოს საჰაერო ხომალდების უკანონო შემოჭრისაგან.