საჰაერო ტრასა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საჰაერო ტრასა − კორიდორი საჰაერო სივრცეში, რომელიც საჰაერო ხომალდების ფრენისათვის არის განკუთვნილი და შეზღუდულია სიმაღლესა და სიგანეში. საჰაერო ტრასა აღჭურვილია მართვის, კონტროლისა და ნავიგაციის საშუალებებით. საჰაერო ტრასის სიგანე შეადგენს 10–20 კმ-ს (დამოკიდებულია დამონტაჟებულ ნავიგაციის საშუალებებზე). საჰაერო ტრასებზე ფრენას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციის ხომალდები და სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავები (ვერტმფრენები) წინასწარ წარდგენილი განაცხადების შესაბამისად. საჰაერო ტრასაზე ორგანიზება უკეთდება ცალმხრივ (პარალელური საჰაერო ტრასების შემთხევაში) და ორმხრივ შემხვედრ მოძრაობას. ორივე შემთხვევაში საჰაერო ხომალდების შეტაკების თავიდან ასაცილებლად ხდება მათი ეშელონირება.