სედანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სედანი - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში, XIX საუკუნის ბოლომდე იყო ციხე-სიმაგრე.

საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს, 1870 წლის 1–2 სექტემბერს, საფრანგეთის შალონის არმია (120 ათას კაცზე მეტი, 393 ქვემეხი, მარშალი მაკ-მაჰონი) გარკვეული წინააღმდეგობის შემდეგ ბლოკირებულ იქნა სედანში. საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ III-ის გადაწყვეტილებით, რომელიც იმჟამად სუდანში იმყოფებოდა, ტყვედ დანებდა გერმანიის ჯარებს (188 ათ. კაცი, 813 ქვემეხი, გენერალი ჰ. მოლტკე). ბრძოლაში დაეცა 17 ათ. ფრანგი და 9 ათ. გერმანელი. ტყვედ ჩავარდნილ ფრანგებს შორის (დაახლოებით 100 ათ. კაცი) იყო აგრეთვე იმპერატორი ნაპოლეონ III.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები