სეისმოიზოლაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლითონის დემპფერი ქრომისა და ნიკელის მავთულით ნაქსოვი დაწნეხილი საამორტიზაციო ფენებით

სეისმოიზოლაცია – სეისმოდაცვის ყველაზე ძველი მეთოდი, რომლის დროსაც აღწევენ შენობა-ნაგებობების საძირკველზე სეისმური ზემოქმედების მნიშვნელოვან შემცირებას საძირკველსა და შენობის ფუძეს შორის სპეციალური სისტემების ან ელემენტების მოწყობის გზით. ასეთებია:
ა) ელემენტები, რომლებიც ზრდის ნაგებობის საკუთარ რხევებსა და მოქნილობას (მოქნილი ღეროები, რეზინა – ლითონის საყრდენები და სხვ.);
ბ) ელემენტები, რომლებიც ზრდის სეისმური რხევების ენერგიის შთანთქმის (დისიპაციის) უნარს (მშრალი ხახუნის დემპფერები, სრიალა საყრდენები, ჰისტერეზისული, ბლანტი დემპფერები);
გ) სარეზერვო გამოსართავი ელემენტები;
დ) ჰორიზონტალური გადაადგილების შემზღუდავი საბჯენები და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები