სეისმოლოგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სეისმოლოგია – (ბერძ. seismos რყევა და lógos სიტყვა, გამონათქვამი, თანაფარდობა), გეოფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს დედამიწის ქერქის რყევებს, კერძოდ, მიწისძვრებს. სეისმოლოგიის ძირითადი ამოცანებია, დაადგინოს: მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები, მისი გავრცელების გეოგრაფია და გეოდინამიკურ პროცესებთან კავშირი; მიწისძვრის პროგნოზირებისა და სეისმური მშენებლობისთვის აუცილებელი კვლევების მეთოდები; არსებული სეისმური მონაცემებით გრუნტის შიგა
აგებულება.