სეისმომედეგი მშენებლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სეისმომედეგი მშენებლობა – სამშენებლო ტექნიკის დარგი, რომელიც ითვალისწინებს შენობა-ნაგებობათა სიმტკიცისა და მდგრადობის შენარჩუნებას 7-, 8- და 9 ბალიანი (12 ბალიანი სეისმური სკალით) მიწისძვრის დროს. სეისმომედეგი მშენებლობის ნორმატიულ დოკუმენტებში მოცემულია სეისმურ რაიონებში მშენებლობის ძირითადი პირობები: შენობის გეგმის სიმარტივე და სიმეტრიულობა, შენობის მასის სიმცირე, მისი სიმძიმის ცენტრის დაბალი მდებარეობა, ნაგებობათა მასისა და სისტემის თანაბარსიმეტრიული განაწილება, მზიდი ელემენტების დიდი დასაშვები მოქნილობა და მათი ურთიერთშეერთების ადგილებში (კვანძებში) პლასტიკური დეფორმაციების განვითარების შესაძლებლობა; შენობის შეზღუდული სართულიანობა, განივი მზიდი კედლების ურთიერთდაშორება, შუაკედლებისა და ღიობების ზომები, სართულის სიმაღლისა და კედლის სისქის თანაფარდობა; საკედლე მასალასა და დუღაბს შორის მაღალი შეჭიდულობის უზრუნველყოფა, კედლების ურთიერთგადაკვეთის ადგილებში წყობის დაარმატურება, კედლების გასწვრივ შეკრულკონტურიანი რკინაბეტონის სარტყელების მოწყობა და მათთან სართულთშორისი გადახურვების საიმედოდ შეერთება. მრავასართულიან კარკასულ შენობებში კარგ შედეგებს იძლევა გრძივი და განივი ანტისეისმური დიაფრაგმების მოწყობა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები