სეისმური მშენებლობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სეისმური მშენებლობა, (ანტისეისმური მშენებლობა) – ისეთი შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რომელთაც შეუძლიათ გაუძლონ მიწისძვრისას სეისმურ ზემოქმედებებს. ასეთი შენობა-ნაგებობების დაპროექტებისას, ძირითადი დატვირთვების გარდა, გაითვალისწინება მიწისძვრისას წარმოშობილი სეისმური ძალების ინერცია.