სეკრეტერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სეკრეტერი – (ლათ. secretarius < secretum < secret საიდუმლო) კომბინირებული საწერი მაგიდა ან კარადა, რომელსაც აქვს გადმოსაწევი ან გამოსაწევი თარო საწერად. ფართოდ გამოიყენებოდა XVIII-XIX საუკუნეში. ავეჯის თანამედროვე ასორტიმენტში სეკრეტერი კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თავისი კომპაქტური კონსტრუქციის გამო.