სემასიოლოგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სემასიოლოგია – (ბერძნ. semasia – მნიშვნელობა, აზრი და logos – სიტყვა, სწავლება), გასული საუკუნის 50-იან წლებამდე სემასიოლოგია გამოიყენებოდა (გერმანულ, რუსულ ენათმეცნიერებაში) ტერმინი სემანტიკის პარალელურად. თანამედროვე საენათმეცნიერო ლიტერატურაში ეს ტერმინი შეიძლება შეგხვდეს ვიწრო მნიშვნელობით. კერძოდ, სემასიოლოგია განიხილება როგორც დარგი, რომელიც გარკვეული საგნებისა და მოვლენების აღმნიშვნელი სიტყვებისა და შესიტყვებების მნიშვნელობას შეისწავლის. ამ მნიშვნელობით სემასიოლოგია უპირისპირდება ონომასიოლოგიას და მასთან ერთად მოიაზრება სემანტიკის ერთ-ერთ ნაწილად.
ნ. ლოლაძე