სენდვიჩპანელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სენდვიჩპანელი

სენდვიჩპანელი – მსუბუქი უკარკასო სამფენოვანი პანელი, რომელიც შედგება ორი გარე, გლუვი ან დაპროფილებული (მინაპ-ლასტიკი, ფანერა, ფოლადი, ალუმინი) და შუა დამათბუნებელი ფენებისაგან (ქაფპოლისტირენი, ქაფპოლიურეთანი, ბაზალტის მინერალური ბამბა). გარე ფენები (შემოსვები) უზრუნველყოფს პანელის სიმტკიცესა და მზიდ კონსტრუქციასთან მიმაგრებას. შუა ფენის (შუალი) დანიშნულებაა მიანიჭოს სენდვიჩპანელს მაღალი თბო-, ბიო-, ტენ- და ცეცხლმედეგობა. პანელის სისქეს განსაზღვრავს თბოტექნიკური და კონსტრუქციული მოთხოვნები. ფენები ერთმანეთს უერთდება წებოს საშუალებით.

სენდვიჩპანელი ფართოდ გამოიყენება სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობაში კარგი ტექნიკური მახასიათებლებისა და ესთეტიკური თვისებების გამო. მსუბუქია, რაც აადვილებს ტრანსპორტირებას და აჩქარებს მონტაჟს. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილებაა სენდვიჩპანელის ლითონის კონსტრუქციებით აგებული სწრაფად ასაშენებელი ობიექტების (სამრეცხაო, ხილ-ბოსტნეულის საცავი, სასაწყობე კომპლექსი, მაცივარი და სხვ.) შემოსვისათვის. პანელების დამზადება ხორციელდება მხოლოდ საქარხნო პირობებში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები