სენსიტომეტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სენსიტომეტრი — ხელსაწყო, რომლის საშუალებით შუქმგრძნობიარე მასალის (ფირი, ფირფიტა, ფოტოქაღალდი) სხვადასხვა მონაკვეთს ეძლევა ზუსტად განსაზღვრული ექსპოზიცია. ამ მასალის გამჟღავნების შემდეგ მიიღება სენსიტოგრამა, მისი ოპტიკური სიმუქეების გაზომვის შედეგად აიგება მახასიათებელი მრუდი. მახასიათებელი მრუდის საშუალებით დგინდება შუქმგრძნობიარე ფენის მგრძნობიარობა და სხვა სენსიტომეტრიული თვისებები.