სენსიტომეტრია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სენსიტომეტრია — სწავლება კინოფოტომასალების ფოტოგრაფიული თვისებების გაზომვისა და დადგენის შესახებ. სენსიტომეტრია შედგება რამდენიმე ძირითადი ნაწილისაგან. დენსიტომეტრია შეისწავლის ფირის (როგორც შავ-თეთრის, ისე ფერადის) ოპტიკური სიმუქეების გაზომვის საკითხებს. ინტეგრალური სენსიტომეტრია შეისწავლის კინოფოტომასალების ძირითადი ფოტოგრაფიული მაჩვენებლების განსაზღვრის მეთოდებს. სპექტრული სენსიტომეტრია სწავლობს სხვადასხვა მონოქრომატული გამოსხივების მოქმედებას შუქმგრძნობიარე ფენაზე. დეტალიმეტრია განსაზღვრავს ფოტოგრაფიული ფენის მიერ სხვადასხვა ზომის დეტალების გადმოცემის უნარს. რეზოლვომეტრია კი შეისწავლის ფირისა და სხვა ფოტომასალების „დეტალიზაციის უნარის“ განსაზღვრის მეთოდებს.