სენტენცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სენტენცია (ლათ. sententia − დამრიგებლური აზრი, მსჯელობა), მხატვრული ფორმით გადმოცემული მორალური სიბრძნე, ზნეობრივი რჩევა-დარიგება. მაგალითად:
- ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა
სენტენციები დამახასიათებელია იგავ-არაკებისა და დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ხასიათის სხვა ნაწარმოებებისათვის.