სეპტეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სეპტეტი - (გერმ. septett),
- 7 მუსიკოს-შემსრულებლისაგან შემდგარი ანსამბლი (ინსტრუმენტული ან ვოკალური).
- 7 საკრავისათვის ან 1 სასიმღერო ხმისათვის დაწერილი ნაწარმოები.
ინსტრუმენტული სეპტეტი, ისევე როგორც კვარტეტი, კვინტეტი და ა. შ. — კამერული მუსიკის ერთ-ერთი სახეობაა, იწერება სხვადასხვა შემადგენლობებისათვის, ჩვეულებრივ ციკლური სონატური ფორმით. ვოკალური სეპტეტი გვხვდება ოპერებში, როგორც დასრულებული ნომერი.