სეპტიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სეპტიკი – (ბერძ. sēptós დამპალი, გახრწნილი),
- ნაგებობა მცირე რაოდენობის ჩამდინარი წყლის გასაწმენდად (სურ. 1);
- საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ჩამდინარი წყლების დროებითი ლოკალური გამწმენდი ნაგებობის სალექარი (სურ. 2; სურ. 3). გამოიყენება ინდივიდუალური და დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლებისათვის ცენტრალური საკანალიზაციო ქსელის არარსებობის შემთხვევაში. სეპტიკის მუშაობაში ჩადებულია დალექვის გრავიტაციული და წყლების ბიოლოგიური გაწმენდის პრინციპი ბიოფერმენტული პრეპარატების გამოყენებით (ბიოფილტრები, ბიოდატვირთვა და სხვ.). სეპტიკის ნაგებობის კონსტრუქცია და სიმძლავრე დამოკიდებულია ჩამდინარი წყლების რაოდენობაზე, გრუნტის სახეობაზე, ჰიდროტექნიკურ პირობებზე, გრუნტის წყლების დონეზე, კლიმატურ ზონაზე, ადგილმდებარეობის რელიეფზე, ნაკვეთის გეგმაზე, გრუნტის ფილტრაციის უნარზე, კარსტული ქანების არსებობასა და სხვ. სეპტიკის ნორმალური ექსპლუატაციისათვის აუცილებელია მისი პროფილაქტიკა (გაწმენდა ან ფილტრების გამოცვლა) წელიწადში ერთხელ.