სეპტიცემია (ფუტკრის დაავადება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სეპტიცემია - ზრდადასრულებული ფუტკრის დაავადებაა, ჩნდება გაზაფხულზე ან ზაფხულში ცუდი მოვლა-პატრონობის პირობებში, რასაც თან სდევს ოჯახის დასუსტება და ფუტკრის დაღუპვა. სწრაფად ვითარდება მაღალი ტენიანობის დროს. აღმძვრელი ბაქტერიაა.

Septicemia3.PNG

დაავადების ნიშნები. დაავადებული ფუტკარი, დასაწყისში აღგზნებულია, შემდეგ დაბეჩავებული. დაავადების პირველი ნიშნების გამოჩენიდან რამდენიმე საათის შემდეგ ფუტკარი იღუპება. მისი დამახასიათებელი ნიშნები გვამის დაშლა მსუბუქი შეხებით.

დიაგნოზს ადგენენ კლინიკური ნიშნებისა და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.

ბრძოლის ღონისძიებები. საფუტკრეს ადებენ კარანტინს. ოჯახები გადაჰყავთ სუფთა, მშრალ სკებში, იღებენ გადაუბეჭდავ, თხიერთაფლიან ფიჭებს, ბუდეებს ათბუნებენ. ფუტკარს აძლევენ სამკურნალო სიროფს. 1 ლ - სიროფზე ამატებენ ტეტრაციკლინს 300 ათას ერთეულის რაოდენობით, სამკურნალო სიროფს აძლევენ საღამოთი, ერთ ჩარჩო ფუტკარზე 100-150 მლ რაოდენობით, 3-ჯერ 4-5 დღის შუალედით. კარანტინს ხსნიან დაავადების ლიკვიდაციის ერთი წლის შემდეგ.



წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები