სერგო ქსოვრელის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სერგო ქსოვრელის ქუჩა – ქუჩა თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონი (ნაძალადევი); ცოტნე დადიანის ქუჩიდან ეკა ბეჟანიშვილის ქუჩამდე. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ელმაელის ქუჩა. 1938 წელს დაერქვა ა. სტახანოვის, 1995 წელს ს. ქსოვრელის სახელი. აქვს 2 გასასასვლელი (I გასასვლელი, II გასასვლელი), 3 ჩიხი.