სეროზული ოტიტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სეროზული ოტიტები — ამ ნოზოლოგიის ქვეშ, როგორც წესი, გულისხმობენ ექსუდაციურ ოტიტებს, როდესაც ექსუდატი შეიმჩნევა შუა ყურში, ევსტაქის მილში და მასტოიდურ უჯრედებში. ეს ექსუდატი შესაძლოა იყოს თხევადი ან სქელი და ბლანტი. ამ ოტიტების ანამნეზი, როგორც წესი, გრძელდება 2 თვე ან მეტი.

მათი ეტიოლოგია ხშირად ვირუსულია და შეუმჩნევლად მიდის ცხვირ-ხახის დონეზე. შემდეგ, ის იწვევს გარკვეულ ძვრებს შუა ყურის ლორწოვან გარსში, რაც ხდება ანთების მიზეზი.

ექსუდაციური ოტიტების დიფერენციალური დიაგნოზი საჭიროა:

ცხვირ-ხახაში ანთებითი პროცესის დროს შუა ყურის უბრალო ექსუდატის დროს;
— ბაროტრავმის შედეგად დაგროვილი ექსუდატის დროს;
— ცხვირ-ხახის სიმსივნის შედეგად განვითარებული ექსუდაციის დროს, ძირითადად, ზრდასრული ასაკის პაციენტებში;

დახურული დაფის აპკის შემთხვევაში, ნებისმიერი ანთებითი პროცესი, იქნება ეს ექსუდაციური ოტიტი თუ ბაქტერიული მწვავე ოტიტი, ერთსა და იმავე კლინიკურ ნიშნებს ატარებს და დიფერენციალური დიაგნოზი გაღრმავებული კვლევების და გაანალიზების შედეგად ისმება.


იხილე აგრეთვე

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები