სერტიფიცირება (მასწავლებლების)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სერტიფიცირება - მასწავლებლების სერტიფიცირების სისტემა ემსახურება მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და მათი კვალიფიკაციის დადასტურებას სხვადასხვა შეფასების გზით. შეფასების ახალ სქემაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ეროვნულ სასერტიფიკაციო გამოცდებს. მასწავლებლობის მსურველმა, შესაბამისი უმაღლესი განათლების მიღებისა და სკოლაში ერთი წლის მუშაობის შემდეგ, უნდა ჩააბაროს ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდა, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ის მოიპოვებს მასწავლებლობის უფლებას. გამოცდა ემსახურება მასწავლებლების პროფესიული უნარებისა და საგნობრივი ცოდნის შემოწმებას.

პროფესიული განვითარებისა და წვრთნის აკრედიტებულ პროგრამებში წარმატებული მონაწილეობა და აგრეთვე ეროვნული სასერტიფიკაციაო გამოცდის წარმატებით ჩაბარება (გადაბარება) საჯარო სკოლამ შეიძლება გამოიყენოს როგორც ობიექტური საფუძველი მასწავლებლის კარიერული დაწინაურებისა და მისი ანაზღაურების ზრდისთვის. ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ მასწავლებელი აგროვებს კრედიტების (ქულების) გარკვეულ რაოდენობას პროფესიული განვითარებისა და წვრთნის აკრედიტებულ პროგრამაში მონაწილეობით. მასწავლებელს აქვს არჩევანი: მონაწილეობა მიიღოს პროფესიული განვითარების პროგრამებში და დააგროვოს კრედიტები, ან პირველი ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 8 წლის შემდეგ გადააბაროს გამოცდა.



წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები