სეტიდანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სეტიდანი – (1921 – 2001), იგივე – არჩილ ჟორჟოლიანი. პოეტი, მუსიკოსი, პედაგოგი. დაიბადა და თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე მოღვაწეობდა ქუთაისში. 1949 წელს, მასწავლებლად მუშაობისას, მესტიის ცენტრში – სეტში მოაწყო სკოლის მოსწავლეთა ანტისაბჭოთა გამოსვლა, რის გამოც, როგორც რეჟიმის მტერი, ხელისუფლებისაგან მუდმივად იდევნებოდა. მისი ლექსები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. მხოლოდ 50 წლის მერე, 1990 წელს გამოვიდა პირველი კრებული – „მარადი ოცნება.“ სეტის მოედანზე გამოსვლის პატივსაგებად პოეტმა ფსევდონიმად სეტიდანი აირჩია. ასევე სეტიდანის ფსევდონიმითაა დაბეჭდილი ლექსების მეორე წიგნიც – „ფიანდაზები“ (1991). მისი ლექსები გამოქვეყნებულია პერიოდულ პრესაში. არჩილ ჟორჟოლიანს ეკუთვნის 1944 წელს შექმნილი უნიკალური ნაშრომი – „მახვილის საკითხი ქართულში“, რომელიც წარმოადგენს რიტმული იმპულსისა და მახვილის დიფერენციაციის საინტერესო ცდას (დაიბეჭდა 1993 წელს გაზეთ „მზეკაბანში“ – რედ. ო. გოჩელაშვილი. ნომერი მთლიანად სეტიდანისადმია მიძღვნილი).


მოგზაურობა
მე ვმოგზაურობ ჩუმად, ოცნებით,
მოვვლე: მთა-ბარი, ზღვები და ტბები.
– ცისკარო, ფერებს ნუ იტყორცნები!
ჩრდილმოფიფქული უფრო დავტკბები.
მე ვმოგზაურობ სასწაულებით:
წყლებზე ნავებად შევკარ ღრუბლები.
მზევ, ნაპერწკლები უხვი, ულევი
დაშრიტე, თორემ დავიღუპები!
მე ვმოგზაურობ...
მაგრამ ერთ ადგილს –
საქართლოსანოს ვუძღვენ ალერსი.
– ნისლო, ამეგე კიბედ ღმერთამდის!
ეს მგზავრობაა უნეტარესი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები