სექსუალური აგზნების აშლილობა ქალებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სექსუალური აგზნების აშლილობა ქალებში - ქალებში სექსუალური აგზნების ნაკლებობა გამოიხატება ვაგინალური სიმშრალით ან ლუბრიკაციის უკმარისობით, რაც, შეიძლება, გარკვეული მიზეზებით იყოს გამოწვეული. ესაა:

  • არასაკმარისი ეროტიკული სტიმულაცია პარტნიორის მხრიდან;
  • სექსუალური ინტერესის ნაკლებობა;
  • სექსუალურ აქტთან დაკავშირებული შფოთვა.

მენოპაუზის შემდგომ ჰორმონულ ცვლილებებს მოჰყვება ვაგინალური სეკრეციის შემცირება. არსებობს მონაცემები სილდენაფილ ციტრატის დადებითი ეფექტის შესახებ, მაგრამ კონტროლირებადი კლინიკური კვლევით (Basson et al., 2002) არ დადასტურდა პლაცებოსაგან მნიშვნელოვანი განსხვავება. შესაბამისად, ამ პრეპარატის ეფექტურობის დადგენა დამატებით კვლევას მოითხოვს.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები