სექსუალური ბოდვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სექსუალური ან სიყვარულის ბოდვა - ასეთი ტიპის ბოდვა იშვიათია და უფრო ხშირად ქალებში გვხვდება. სექსუალური ბოდვა ზოგჯერ მეორადია და სასქესო ორგანოებზე დაფიქსირებული სომატური ჰალუცინაციების ფონზე აღმოცენდება. სასიყვარულო ბოდვის მქონე პიროვნებას სჯერა, რომ ის უყვარს ადამიანს, რომელიც რეალურად მისთვის მიუწვდომელია და რომელსაც ხშირად უფრო მაღალი სოციალური სტატუსი აქვს. უმეტეს შემთხვევაში, პაციენტი ამ ადამიანს არც კი დალაპარაკებია. სიყვარულის (ეროტიკული) ბოდვა კლერამბოს სინდრომის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მახასიათებელია