სექტორი (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სექტორი – 1) ბრტყელი ფიგურის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ამ ფიგურის შიგა წერტილიდან გამომავალი ორი ნახევარწრფითა და ფიგურის კონტურის რკალით.

Seqtori.PNG

წრის სექტორი – წრის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ორი რადიუსითა და მათ შორის მდებარე რკალით. წრიული სექტორის ფართობი

S = πr2 α0 / 360° = r2α /2 = 1r/2,

სადაც α0 და α არის რკალის შესაბამისი ცენტრალური კუთხე გრადუსებსა ან რადიანებში, r – წრის რადიუსი, l – რკალის სიგრძე.

2) სხეულის ნაწილი, შემოსაზღვრული იმ კონუსური ზედაპირით, რომლის წვერო სხეულის შიგნითაა, და ამ ზედაპირის მიერ სხეულის ზედაპირზე ამოჭრილი ნაწილით.

მაგალითად, წრიული სექტორი - წრის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ორი რადიუსით და მათ შორის მოთავსებული წრეწირის რკალით.

ეს სიტყვა წარმოშობილია ლათინური seco -დან, რაც სიტყვასიტყვითი თარგმანია ბერძნული სიტყვისა αποτμημα. ზოგიერთი ავტორისათვის ის ნიშნავდა ბრტყელი ან სივრცითი ფიგურიდან ჩამოჭრილ ფრაგმენტს. ევკლიდე მას იყენებდა აგრეთვე წრის, ცილინდრის ან კონუსის სეგმენტის სახელწოდებად.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები