სექციური საცხოვრებელი სახლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სექციური საცხოვრებელი სახლი – თანამედროვე საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი გავრცელებული ტიპი. ის, როგორ წესი, მოიცავს ბინებს სხვადასხვა რაოდენობის ოთახებით, რაც საშუალებას იძლევა სექციურ საცხოვრებელ სახლში განთავსდეს ოჯახები სხვადასხვა რაოდენობის წევრებით. სახლის მოცულობით-დაგეგმარებითი ელემენტია შენობის მთელს სიმაღლეზე განთავსებული კიბე მასზე გამომავალი ყველა ბინით, რომელსაც სექციებს უწოდებენ. საერთო დერეფნის სიგრძე, რომელსაც არ აქვს ბუნებრივი განათება ტორსების მხრიდან და უშუალოდ ესაზღვრება კიბის უჯრედს, არ აუნდა აღემატებოდეს 12 მ-ს. სექციის ერთ სართულზე განლაგებული ბინების საერთო ფართობი, როგორც წესი, 550 მ2-ზე ნაკლებია.