სეხნიაშვილი გელა
გელა სეხნიაშვილი − (Gela Sekniashvili), ქართველი დიპლომატი, 2012-2017 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოსა და ეკვადორის რესპუბლიკაში.
დაიბადა 6 იანვარი, 1978 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1995-2000 − სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე;
2000-2003 − სწავლობდა პარიზის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტში, პარიზის ლათინური ამერიკის სწავლებათა ინსტიტუტში და უნივერსიტეტი პარიზი 12.
სამუშაო გამოცდილება:
2003-2004 − მუშაობდა ფრანგულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში „კვლევისა და ტექნიკური გაცვლის ჯგუფი“, ბრაზილიის პროგრამებზე;
2004-დან − მუშაობდა ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „მსოფლიოს ექიმების“ (Médecins du Monde), პროგრამების გენერალურ კოორდინატორად შემდეგ ქვეყნებში: 2004-2006 − ბრაზილია; 2006-2008 − გვატემალა; 2008-2011 − სირია;
2011-2012 − მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ;
2017-დან − მუშაობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, ჟენევაში, ამერიკის მიმართულებით დიპლომატიურ მრჩევლად, პოლიტიკისა და ჰუმანიტარული დიპლომატიის დეპარტამენტში.
ფლობს: ფრანგულ, ინგლისურ, ესპანურ, პორტუგალიურ და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესანის დიპლომატიური რანგი.