სვანეთის კავკასიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვანეთის კავკასიონი

სვანეთის კავკასიონისაქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინციების მიხედვით გამოჰყოფენ აფხაზეთის, სვანეთის, რაჭის, დვალეთის, მთიულეთ-ფშავისა და კახეთის კავკასიონის შესაბამის ნაწილებს (ჯავახიშვილი, 1926, 1947; მარუაშვილი, 1969, 1970, 1971, 1975).

სვანეთის კავკასიონი გადაჭიმულია დალარის უღელტეხილიდან (3291 მ) ფასის მთამდე და გვირგვინივით ადგას კავკასიონს, რომელიც ყურადღებას იპყრობს არა მარტო სიმაღლით, არამედ მყინვარების სიუხვითაც (მათი საერთო რიცხვი 300-მდეა, ხოლო დაკავებული ფართობი 300 კმ2 მდე). აქ, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გამწკრივებულია მწვერვალები: დალარი (3979 მ), ნაკრა (3700 მ), შხელდა (4368 მ), ბჟედუხი (4373 მ), ულუყარა (4302 მ), ფაშყარა (4129 მ), ულუთაუ (4198 მ), კულაკთაუ (4302 მ), ტიხტენგენი (4617მ), გისტოლა (4860 მ), ჯანლა (5059 მ), შხარა (5068 მ) – ორთავიანი მწვერვალი მთავარ ქედზე, საქართველოს ტერიტორიის უმაღლესი წერტილი; ქვემო სვანეთში ამ მწკრივს აგრძელებს აილამა (4546 მ), წურუნგალი (4222 მ), შარითაუ (3707 მ), ფასისმთა (3786 მ). ქარაფოვანი მწვერვალები, ღრმა ხეობები და თანამედროვე მყინვარები ცენტრალურ კავკასიონს ზვიადსა და მკაცრ იერს აძლევს. აქ დიდი მყინვარებიდან აღსანიშნავია: ლეხზირი, ტვიბერი, წანერი, ჰადიში, ხალდე, უშბა, ნამყვანი და სხვ. ამ უკანასკნელიდან სათავეს იღებს მდ. ენგური. ცენტრალური კავკასიონი ყურადღებას იპყრობს ძველი გამყინვარების ნიშნებითაც.

სვანეთში მთავარი ქედი აგებულია კრისტალური ქანების კომპლექსით.

კავკასიონის სამხრეთულ გვერდით ქედებს შორის უმაღლესია სვანეთის ქედი (მწვერვალი ლაჰილი, 4009 მ), რომელიც მთავარ ქედს მ. ნამყვანთან გამოეყოფა. მისი სიგრძე 120 კმ-მდეა და მდ. ენგურ-ცხენისწყლის წყალგამყოფს წარმოადგენს. გვერდითი ქედის საშუალო სიმაღლე 2630 მ-ია.

სვანეთის კავკასიონი იკვეთება მდ. ენგურისა და ცხენისწყლის აუზების ხეობებით. აქაური რელიეფის დანაწევრების სიღრმეზე წარმოდგენას გვაძლევს ცხრილი.

სვანეთის კავკასიონის მწვერვალთა შეფარდებითი სიმაღლეები (მარუაშვილი, 1970)

მწვერვალის სახელწოდება აბსოლუტური სიმაღლე, მ შესადარებელი პუნქტი ხეობაში აბსოლუტური სიმაღლე, მ სიმაღლითი სხვაობა, მ ჰორიზონტ. მანძილი, კმ
უშბა 4700 ს.მაზერი 1700 3000 8
თეთნულდი 4858 ს.ჰადიში 2100 2750 4
შხარა 5068 ს.უშგული (თემი) 2050 3018 11
ლაჰილი 4009 დ.ლენტეხი 760 3250 20


სვანეთის კავკასიონის ფარგლებში განიხილება, აგრეთვე, ოდიშის მთიანი ზოლი, რომელიც წარმოდგენილია ოდიშის ქედით, მდ. მაგანას, ხობის, ტეხურის ზემოდინებათა ხეობებით.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები