სვანიძე ალექსანდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალექსანდრე სვანიძე – (1896-1942), ისტორიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე. 1903-დან – კომუნისტური პარტიის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში, 1903 გაემგზავრა გერმანიაში სასწავლებლად. მოისმინა იენის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსი. 1916-20 მონაწილეობს სამოქალაქო ომში. 1921-24 იყო განათლების სახალხო კომისარი და ფინანსთა სახალხო კომისარი, იმავე დროს საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა კომისარი. 1924-37 სსრკ-ის სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობდა გერმანიაში. ალექსანდრე სვანიძე იყო სსრკ-ის საგარეო ვაჭრობის ბანკის სამმართველოს თავმჯდომარე, სსრკ-ის სახელმწიფო ბანკის სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილე. ძველი აღმოსავლეთის ისტორიის თვალსაჩინო მკვლევარი. ჟურნალ „Вестник древней истории“-ის პირველი რედაქტორი.