სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესიები - შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში სამი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დგას. ორი მათგანი სოფლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია, მესამე კი სოფლის სამხრეთით. სამივე ეკლესია თარიღდევა გვიანდელი ფეოდალური ხანით.

სარჩევი

ღვთისმშობლის სახელობის პირვლი ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 5 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობა ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია დასავლეთ ნაწილი, ჩანგრეულია გადახურვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელია. თითო სარკმელი დასავლეთით და სამხრეთითაა.

ღვთისმშობლის სახელობის მეორე ეკლესია

კლესია დარბაზულია (9,6 X 5,8 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები, კარისა და სარკმლის გარეთა პირები ნაწყობია ნატეხი ქვით და კვადრატული აგურით. ეკლესია დაზიანებულია: სახურავი ჩანგრეულია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე შემორჩენილია ნახევარწრიული კამარის ნაწილი, დასავლეთის კედლის ორივე კუთხეში - პილასტრებია. ინტერიერში ჩამოცვენილია შელესილობა. ეკლესიას სამხრეთით არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელი აქვს. თითო ასეთივე სარკმელია აღმოსავლეთით (ფასადში) და დასავლეთით. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადებზე შემორჩენილია კვადრატული აგურით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი.

ღვთისმშობლის სახელობის მესამე ეკლესია

ეკლესია კი დგას სოფლის სამხრეთით სასაფლაოზე. დარბაზულია (5,4 X 3 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ზოგან გამოყენებულია აგურიც. შენობა ძლიერ დაზიანებულია. აღმოსავლეთ კედელში შეიმჩნევა ნახევარწრიული აფსიდისა და სარკმლის კვალი.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები