სვინგ-ი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სვინგ-ი — იმპროვიზაციული ჯაზის განსაკუთრებული სტილი. აფრიკულ-ამერიკული მუსიკალური ენისათვის დამახასიათებელი რიტმული სტრუქტურა, საერთო როგორც ragtime-ის jazz-ის და swing-ისათვის, ასევე ზანგური რელიგიური მუსიკის დიდი ნაწილისათვის; ემყარება რიტმის ორი ერთდროული დინების ურთიერთქმედებას. ერთ-ერთი ამ დინებათაგანი - დაჟინებულად თანაბარი პულსით, რომელიც ორი მეოთხედი ან ოთხი მეოთხედი ზომის ძლიერ წილებს ემთხვევა — ძირითადი რიტმია. მეორე რიტმი — სინკოპებით თანაბრადპულსირებულ ფონზე და ფრაზების რიტმული გადანაცვლებით - ჯაზის ყველაზე უფრო ტიპიურ თვისებას წარმოადგენს.