სვირიდოვი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი სვირიდოვი

გიორგი (იური) სვირიდოვი – (3. XII. 1915, ქ. ფატეჟი, ახლანდ. კურსკის ოლქი – 5. I. 1997, მოსკოვი), რუსი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ სახალხო არტისტი (1983). 1941 დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია (პ. რიაზანოვისა და დ. შოსტაკოვიჩის კლასები). სვირიდოვის ნაწარმოებებია: ტრიო ვიოლინოს, ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1945), „მამების ქვეყანა“ (პოემა ტენორისა და ბანისათვის ფორტეპიანოსთან ერთად, 1950 ა. ისააკიანის ტექსტზე), სიმღერების ციკლი რ. ბერნსის ტექსტზე (1955), პოემა მიძღვნილი ს. ესენინის ხსოვნისადმი (ტენორის, გუნდისა და სიმფ. ორკესტრისათვის, 1955-56), „პათეტიკური ორატორია“ (ვ. მაიაკოვსკის ლექსებზე) ბანის, გუნდისა და ორკესტრისათვის (1959), „კურსკის სიმღერები“ (1964), და სხვ. სვირიდოვმა განაახლა რუსული კლასიკური მუსიკის ტრადიციები, ორგანულად დაუკავშირა ისინი XX ს. რუსული ხელოვნების მიღწევებს. სსრკ სახელმწიფო (1946, 1968, 1980) და ლენინური (1960) პრემიების ლაურეატი.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები