სააკაძე სიაუშ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სიაუშ სააკაძე-დან)
სიაუშ სააკაძე – XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დამდეგის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სიმონ I-ის (1558-1600) მოურავი, შემდეგ თბილისის მოურავი: დიდი მოურავის – გიორგი სააკაძის მამა. მონაწილეობს სიმონ მეფის მიერ ორგანიზებულ დიპლომატიურ მისიაში: სიმონ I ფერჰად ფაშასთას შეთანხმების შემდეგ, ზავის რატიფიკაციის მიზნით, ელჩებს სტამბოლში აგზავნის, ამ ელჩობას სიმონ დიდის ძმა – ვახტანგ ბატონიშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც სტამბოლში სიაუში ახლდა. მისიას წარმატება მოჰყვა, რის შედეგადაც ზავი რატიფიცირებულ იქნა.