სიბილ ბელიბაუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიბილ ბელიბაუ (ბალყ.-ყარაჩ. Сибил белибау – „ჯადოსნური სარტყელი“) – სოფ. ამან-ყაბაყის მკვიდრის, ლეგენდარული მონადირე აქბაის მაგიური სარტყელი. როცა მას მონადირე დიდი თითით შეეხებოდა, ცივი ამინდი თბილით იცვლებოდა; საჩვენებელი თითის მიდებისთანავე ბურუსი ქრებოდა, შუათითით – თავსხმა წვიმა გადაიღებდა; ნეკა თითით კი – ქარბუქი მშვიდდებოდა.
ლიტერატურა
Кудаев М. Язык охотника // Минги Тау. Нальчик, 2010, № 7.
წყარო
[[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]