სიბრტყითი გამჭოლი კონსტრუქციები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიბრტყითი გამჭოლი კონსტრუქციები – კონსტრუქციები, რომლებსაც აქვთ გამჭოლი განივკვეთი (გისოსის ელემენტებით) და გარე დატვირთვებისაგან წარმოშობილი შიგა ძალვები მოქმედებენ კონსტრუქციის სიბრტყეში. შედგება ზედა და ქვედა სარტყლებისა და მათი დამაკავშირებელი გისოსის სისტემისგან. სარტყლები შეიძლება იყოს ერთმაგი ან ორმაგი განივკვეთის, ხოლო გისოსის ელემენტები მხები, დგარები და ირიბნები, განხორციელებულია ცალკეული მთლიანკვეთიანი ღეროებისგან. კოჭებისგან განსხვავებით სარტყლების შესაერთებლად მთლიანი კედლის ნაცვლად გისოსის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს მასალის ხარჯს, ამსუბუქებს კონსტრუქციას, მაგრამ ზრდის შრომატევადობას.