სიგუა ვარლამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარლამ სიგუა – 1914-1970 - დაიბადა აბაშის რაიონში. 1937 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1939-1941 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ფილოსოფიის სპეციალობით. 1941-1944 წლებში მსახურობდა წითელ არმიაში. 1946-1948 წლებში სწავლობდა მოსკოვის საკავშირო საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში. 1948 წელს იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1948-1952 წლებში მუშაობდა საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ. 1952-1967 წლებში იყო თბილისის ზოოვეტერინარული ინსტიტუტის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე. 1967 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე ინსტიტუტის ფილოსოფიისა და მეცნიერული კომუნიზმის კათედრის გამგე. 1973 წელს აირჩიეს კათედრის პროფესორად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფიის დარგში.


წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები