სიგუსა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიგუსა — ტერმინი, რომელიც იხმარება იაპონიის თეატრში. აღნიშნავს განსაკუთრებულ სცენურ მოძრაობას (მოქმედებას). განსხვავებით სცენური მოძრაობისაგან, რომელიც ემყარება კაბუკის თეატრის მსახიობის ხელოვნებაში გავრცელებულ ტრადიციულ საცეკვაო ტექნიკას, სიგუსა ისეთი სცენური მოძრაობაა, რომელიც არაა დაკავშირებული ცეკვის ტექნიკასთან და სრულდება მუსიკალური თანხლების გარეშე.