სიენი (მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიენი - ძველი ქართული პროვინციის დაიაენის (ტაო) მეფე (ძვ.წ. XII ს. მიწურული), ევფრატის სათავეებთან არსებული ქვეყნების კოალიციის მეთაური. აცნობიერებდა რა აღნიშნული მხარეების პერსპექტიულ უპირატესობას, მათ ასურეთი უპირისპირდებოდა. ასურეთის მეფემ ტიგლათფილესერ I ძვ.წ. 1112 წ. დაამარცხა სიენი, შეიპყრო იგი და თან წაიყვანა თავის ქვეყანაში. შემდეგ ტილათფილესერმა შეიწყნარა სიენი და უკანვე დააბრუნა მორჩილების პირობით.

სიენის შესახებ საუბარია თვით ტიგლათფილესერის წარწერაში.

ლიტერატურა

გ. მელიქიშვილი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის გაერთიანებები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები" ტ, I., თბ., 1970

წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები